ინდოეთი

ბოლივუდის მსახიობმა ინდოელ ფერმერებს 40 მილიონი რუპიის ღირებულების ვალები გაუსტუმრა

ამიტაბჰ ბაჩჩანი
Getty Images

ბოლივუდის სუპერვარსკვლავმა, ამიტაბჰ ბაჩჩანიმ თქვა, რომ ფერმერებს 40 მილიონი რუპიის (560,000 აშშ დოლარი) ღირებულების ვალებს გაუნულებს.

76 წლის ბაჩჩანიმ საკუთარ ბლოგზე დაწერა, რომ სურს 1,398 ფერმერს ვალები გაუსტუმროს და ამის გამო თავს შესანიშნავად გრძნობს.

ფერმერები უტარ ბრადეში პროვინციიდან არიან, სადაც ბაჩანი დაიბადა. მათ ვალები ინდოეთის სახლემწიფო ბანკში ჰქონდათ აღებული. ბაჩჩანი პროვინციიდან მუმბაიში ჩამოიყვანს 70 ფერმერს, რომელთაც ბანკის დოკუმენტებს გადასცემს.

ბაჩჩანის 190-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის ინდური "ვის უნდა გახდეს მილიონერი"-ს წამყვანიც იყო.

წლის დასაწყისში ბაჩჩანიმ ვალები გადაუხადა მუმბაის მარაჰაშტრას შტატში მცხოვრებ 350 ფერმერსაც. წარსულში ბაჩჩანის სასამართლო დავა ჰქონდა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. სასამართლომ დაადგინა, რომ ბაჩანიმ 8,000 კვადრატულ მეტრზე მეტი მიწა უკანონოდ მიისაკუთრა. საბოლოოდ მსახიობმა მიწაზე უარი თქვა.

ინდოეთში გვალვებისა და ცუდი ირიგაციის გამო ათასობით ფერმერს აქვს ვალი. ამ საკითხთან აკავშირებენ ფერმერებში სუიციდის მაღალ მაჩვენებელს. 1995 წლის შემდეგ ინდოეთში 300,000-მა ფერმერმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. გასულ წელს ვალების ჩამოწერის და უკეთესი ფასების მოთხოვნით ინდოეთის ქუჩებში ათასობით ფარმერი გამოვიდა.

კომენტარები