ტყის ხანძარი

სოფელ ზეკარში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ბაღდათში სოფელ ზეკარში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თქმით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. დაიწვა 10 ჰა ფართობი

ამ დროისთვის, მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. 

„ზეკარის ხეობაში ჩვენმა მეხანძრე-მაშველებმა ურთულესი რელიეფის მიუხედავად შეძლეს ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. ადგილზე კვლავ რჩებიან სახანძრო-სამაშველო ძალები და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც პირველივე დღიდან მუშაობდნენ ზეკარის ხეობაში“. - ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხვადაგიანი. 

სოფელში ტყეში ხანძარი 10 ნოემბერს გაჩნდა. 

კომენტარები