ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი შილდის ტყეში ხანძრის ლოკალიზაცია- ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ მეხანძრე-მაშველები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
უწყების ცნობით, ხანძრის კერებამდე მოხერხდა წყლის მიყვანა, ასევე მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს გზების გაჭრა. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართულია გვარდია, სატყეო სააგენტო და ავიაცია.