30 მარტს ესპანეთის ჩრდილოეთ ასტურიას რეგიონში 100-ზე მეტი ტყის ხანძარი გაჩნდა. ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძარი განზრახ გააჩინეს, თუმცა, ინფორმაცია ტემპერატურის რეკორდულად მომატებაზე ვრცელდება.
"ისინი წვავენ ჩვენს ასტურიას. საქმე გვაქვს ნამდვილ ტერორისტებთან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სიცოცხლეს, ქალაქებსა და დასახლებებს". - თქვა რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელმა, ადრიან ბარბონმა.
Reuters-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში ხანძრის, დაახლოებით 90-ზე მეტი კერაა, რომელთა ჩაქრობასაც ათასობით მეხანძრე ცდილობს.
ხანძრის გამო რამდენიმე ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.