ტყის ხანძარი

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძარი გაჩნდა, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა

Abc News

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძარი გაჩნდა. კალიფორნიის შტატის ადმინისტრაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ხანძარი 7 იანვარს, პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში დაიწყო, რომელიც სანტა-მონიკასა და მალიბუს შორის მდებარეობს. ხანძრის ფართობი 1182 ჰექტარს შეადგენს. ბოლო მონაცემებით ევაკუირებულია 30 000 ადამიანი, ცეცხლმა გაანადგურა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.

პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში არაერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი ცხოვრობს. მსახიობმა ჯეიმს ვუდსმა, სოციალურ ქსელ X-ში ხანძრის ვიდეო გამოქვეყნა.

კალიფორნიაში კიდევ ერთი ხანძარი ლოს-ანჯელესიდან 50 კილომეტრში გაჩნდა. ხანძრის ფართობი 160 ჰექტარს შეადგენს. ლოს-ანჯელესის ოლქის 96 000 მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

კომენტარები