ზაზა სარალიძე

სარალიძე გახარიას განცხადებაზე: გაფრთხილებაა, შესაძლოა ძალოვანმა უწყებებმა რამე მოგვიწყონ

გუშინდელი პროცესი როგორ შევაფასო არ ვიცი, ეს იყო ეს იყო უკვე ძალიან მარაზმში გადასული. გუშინ მოხდა პრეცენდენტი. გაყოფილი იყო პოლიცია. საპატრულო პოლიცია ცალკე იყო, კრიმინალური პოლიცია ცალკე იყო. კრიმინალური პოლიცია მოდიოდა პირდაპირ ზეწოლაზე და პროვოცირებაზე. არაერთხელ იყო ასეთი შემთხვევა პირდაპირ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებისგან. კონკრეტული პირები აწყობენ ამ პროვოკაციებს და არა ყველა. საპატურლო პოლიცია არ ერეოდა, მერე ჩაერია, მერე განცხადებები მოჰყვა საპატირულო პოლიციის დირექტორის მხრიდან რომ კარვებში შეიძლება რამე საშიში ნივთიერება იყოს, რასაც მერე ბატონი გახარიას განაცხადი მოჰყვა, რომ არ გვინდა რომ ამ კარვების გამო დესტაბილიზაციის მიზნით რამე მოხდესო. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ეს იყო წინასწარი გაფრთხილება იმის, რომ შესაძლოა თავად ძალოვანმა უწყებებმა რამე მოგვიწყონ, რის გამოც დღეს მე მივმართე პოლიციის უფროსებს, რომ ყოველ ორ საათში ჩვენს წარმომადგენელთან ერთად იქნას პოლიციელის თანდასწრებით შემოწმებული ყველა კარავი. რაზეც უარი მივიღე. პოლიციელებმა განმიმარტეს, რომ საჭიროების შემთხვევაში შევამოწმებთ თქვენი თანდასწრებითო. ესეიგი ისინი შესამოწმებენ, როცა ჩათვლიან საჭიროდ და უკვე რაღაც იქნება ჩადებული. ეს დასკვნა გამოვიტანე გუშინ საპატრულო პოლიციის დირექტორის და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა. შს მინისტრმა თქვა, რომ ჰქონდათ კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ და რუსთაველის გამზირზე საჭიროზე მეტი კარავია. გუშინ პოლიცია აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლებას არ აძლევდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კომენტარები