ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია: დღეს ჩვენ ვიცავთ ერთი სარალიძეს და მეორე გამოხატვის თავისუფლებას

არავინ ეკითხება კახა კალაძეს, ქალაქის მერს ან სახელმწიფოს, სად გამოხატავს პროტესტს ასე სახელმწიფოსგან გათელილი ადამიანი. მე როგორც მოქალაქე, როგორც პოლიტიკოსი მოვედი. უბრალოდ როცა დავინახე, რომ ეჭიდავებიან მოქალაქეებს, ნივთს ართმევენ, მივედი და ვუთხარი, რომ მე ვარ პარლამენტის წევრი, მომეცით მიმაქვს ჩემი ნივთი-მეთქი. ეტყობა მითითება აქვთ და მე ძალიან მეცოდებიან ეს პოლიციელები, იმიტომ, რომ სახელმწიფო უპირისპირებს წესიერ პოლიციელს წესიერ მოქალაქეს. ეს პოლიციელები, დარწმუნებული ვარ, ამას არ აკეთებენ სიამოვნებით. ასე რყვნის სახელმწიფო სისტემას მთლიანად. დღეს ჩვენ ვიცავთ ერთი სარალიძეს და მეორე გამოხატვის თავისუფლებას.

რუსთაველის გამზიზრზე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე პოლიციამ მონაწილეებს კარვების გაშლის უფლება არ მისცა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეუძლოდ გახდა ზაზა სარალიძე. ის სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

კომენტარები