ელენე ხოშტარია

ხოშტარია: ყველა, ვინც წინასწარ აცხადებს რევოლუციას, არის მატყუარა და სასარგებლო იდიოტი

მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს პრეცედენტი წინასწარ გამოცხადებული რევოლუციის. განა იმიტომ, რომ ვინმეს ჭკუა აკლდა ან ვერ მოიფიქრა, იმიტომ, რომ რევოლუცია არის ბუნებრივი პროცესი, სადაც იდეისთვის მებრძოლი ხალხის ბრძოლა რაღაც მომენტში აღწევს კულმონაციას.

ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ - ამ დროს იქნება რევოლუციაო, არის უბრალოდ კომიკური მატყუარა, სასარგებლო იდიოტი ან ქოცი და სუსი. ჩემი საქმე არაა, რა მოტივაციით აფუჭებენ საქმეს, ჩემთვის მთავარია, ხალხს არ მოვატყუოთ. ხალხს, რომელიც ციხეშია, ხალხს, რომელიც ამდენი დღე დგას და არ ნებდება, ხალხს, ვინც საკუთარი თავის ხარჯზე იბრძვის.

ამასთანავე, 4 ოქტომბერი არის ბიძინას მოგონილი თარიღი, სიყალბე და ბიძინას თამაში. საერთოდ არ მაინტერესებს 4 ოქტომბერი, ყოველდღე უნდა ვქნათ ისე, რომ სისტემა დაემხოს, 30 ივლისსაც, 31-საც და ყოველდღე. ყველაფერი უნდა ჩავდოთ ბრძოლაში.

19-მა ივლისმა ანახა, რომ პროტესტი კონსოლოდირებულად მუშაობს. 2-ში ბათუშიც ვანახებთ და არ გავჩერდებით, სანამ სისტემა არ დასრულდება ამ შიდა და გარე ზეწოლით. თარიღს ვერ გეტყვით, უბრალოდ მატყუარა არ ვარ. მაგრამ გეტყვით, რომ სანამ ეს არ მოხდება. არ გავჩერდებით.

წინააღმდეგობა დგას: 1. ართანამშრომლობაზე 2. დელეგიტიმაციაზე 3. სოციალურ იზოლაციაზე 4. საერთო სახალხო უწყვეტ, მშვიდობიან და მძლავრ პროტესტზე 5. საერთაშორისო ზეწოლაზე.

და კიდე ვინმე თუ ფლობს ამ ჯადოსნურ ჯოხს, რომელიც ერთ კონკრეტულ დღეს რევოლუციას ახდენს, 4-მდე რატომ ინახავთ?

არ შეიძლება ასე მოქცევა საკუთარ საზოგადოებასთან და არც საკუთარ სინდისთან.

დღეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ კარგად ჩამოაყალიბა ბრძოლის ხედვაც და შემართებაც, პასუხისმგებლობით და გააზრებით, პრინციპულობით. ამაზე დგას სანდო პარტნიორობა.

წერს კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები