უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

პატრიარქი ფილარეტი: დიდი სქიზმა არ იქნება, სქიზმაში შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის ეკლესია

დიდი სქიზმა, როგორც ამას მოსკოვი წინასწარმეტყველებს, არ იქნება, ვინაიდან, სქიზმაში შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის ეკლესია, შესაძლოა, ანტიოქიის ეკლესიამ მხარი დაუჭიროს რუსეთის ეკლესიას, მაგრამ სხვა ეკლესიების შემთხვევაში, როგორებიცაა ბულგარეთის და სერბეთის ეკლესიები, ეს პრობლემატურია. რომც დავუშვათ, რომ ისინი გარკვეული დროის განმავლობაში მხარს არ დაუჭერენ მსოფლიო პატრიარქს, ეს მოკლე დროით მოხდება, მაგრამ მთლიანობაში, ყველა მართლმადიდებელი ეკლესია დაუჭერს მხარს მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებას. საქართველოს ეკლესია შეიძლება გარკვეული ხნით ნეიტრალური იყოს, შეიძლება, მაშინვე დაუჭიროს მხარი, მაგრამ საბოლოოდ მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიას"

უკრაინის პატრიარქი ფილარეტი რადიო თავისუფლებასთან დაკავშირებით, უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესთან დაკავშირებით. კონსტანტინოპოლის ეკლესიას განზრახული აქვს უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია უბოძოს. ამის გამო, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა სრულად გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი მსოფლიო საპატრიარქოს იერარქებთან, სასულიერო დასთან და ერისკაცებთან.

კომენტარები