უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

დეკანოზი ანდრია ტომოსზე: ველოდებით, უკრაინელი ხალხი რას გადაწყვეტს, ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ

შეიძლება, ჩვენ მასშტაბის წარმოდგენა გვიჭირს, რა ეკლესია არის, რომელიც იურიდიულად ექვემდებარება რუსეთს, და რა რაოდენობის ხალხი და მრევლი შეიძლება იყოს იქ.

12 000 სამრევლო აქვთ, 16 000 სასულიერო პირი, 4 000-ზე მეტი ბერი და 114 მღვდელმთავარი. ამ 114 მღვდელმთავრიდან, ესენი არ არიან რუსეთიდან მივლენილი ადამიანები, ესენი არიან უკრაინელი სასულიერო პირები, რომელთაგან მხოლოდ ორი გადავიდა იმ ახალ ეკლესიაში, რომელმაც მიიღო ტომოსი.

ჩვენ როცა შეკითხვას ვსვამთ, რატომ არ მისცა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამდენი ხანი თანხმობა იმ ტომოსს, და ღლიცინი, რომ "რით ვერ წაიკითხეთ ტომოსი",  ამ 114 უკრაინელ მღვდელმთავარს ჰკითხონ, წაიკითხეს თუ არ წაიკითხეს ტომოსი?

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ეკლესია კონსტანტინოპოლის გარდა სამმა ეკლესიამ აღიარა სულ, 15 ეკლესია არის ასეთი დამოუკიდებელი ავტოკეფალური, ხო? საქართველოზე რატომ ხდება მაინცდამაინც ასეთი აქცენტი. ჩვენ ველოდებით, უკრაინელი ხალხი რას გადაწყვეტს, ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ იქ...

[უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე] ჯერჯერობით არ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, მანამ სანამ იქ, შიგნით არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მანამდე ძალიან რთულია.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე TV იმედზე.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი 2019 წლის 5 იანვარს მოაწერა. 6 იანვარს სტამბოლში, წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი გადასცა. ამით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა ფორმალურად დასრულდა. 

უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას სამართლმადიდებლოში განხეთქილება მოჰყვა - მოსკოვის საპატრიარქომ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა. ამ დრომდე უცნობია, გაწყვეტს თუ არა ევქარისტიულ კავშირს მოსკოვის საპატრიარქო საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთანაც.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აქამდე არ უღიარებია საქართველოს საპატრიარქოს. ასევე, საქართველოს ხელისუფლებას უკრაინელი ხალხისთვის ავტოკეფალიის მიღება ჯერაც არ მიულოცავს.

კომენტარები