უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

მეუფე ანტონი ავტოკეფალიის საკითხზე: გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს

რუსთავი 2

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი ამბობს, რომ წმიდა სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ, დაუჭერს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხარს უკრაინის ავტოკეფალიას.

კითხვაზე, თავად პირადად უჭერს თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მეუფე ანტონი პასუხობს - "გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დრომდე არ აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. 

კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის ბოძების შემდეგ, საბერძნეთის ეკლესია პირველია, რომელმაც ახალ ავტოკეფალიასთან ევქარისტიული კავშირი დაამყარა. საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა აღიარა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აქვს ეკლესიებისთვის ავტოკეფალიის მინიჭების კანონიკური ძალაუფლება.

უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას სამართლმადიდებლოში განხეთქილება მოჰყვა - მოსკოვის საპატრიარქომ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა.

კომენტარები