ინდოეთი

ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკება საზეიმოდ გახსნეს [ვიდეო]

ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკება გაიხსხნა. 182 მეტრიანი ძეგლი გუჯარათის შტატში პრემიერმინისტრმა ნარდენდრა მოდიმ გახსნა. გახსნის ცერემონია ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავების, ვერტმფრენებიდან ჩამოყრილი ყვავილების, ფეიერვერკებისა და გაძლიერებული დაცვის ფონზე გაიმართა.

სარდარ (ვალაიბჰაი) პატელი ინდოეთის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი გმირია. პრემიერმინისტრ მოდის თქმით 1947 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პატელი იქცა ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ და შესაბამისად მის ძეგლსაც "ერთიანობის ძეგლი" ერქმევა.

ძეგლის მშენებლობა 4 წელს გრძელდებოდა მასში 3,500 ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის ასობით ჩინელი.

გავრცელებული ცნობით, მოსახლეობა ძეგლის გახსნისას აქციის გამართვას და მის მშენებლობაში კოლოსალური თანხების გადახდის გაპროტესტებას აპირებდა და პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა. ძეგლის კონსტუქცია 357 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაჯდა.

ამ დრომდე ყველაზე მაღალი ძეგლი ჩინეთში ბუდას ქანდაკება იყო, რომლის სიმაღლე 128 მეტრია. თუმცა მან შესაძლოა ეს სტატუსი დიდხანს ვერ შეინარჩუნოს, რადგან ინდოეთში კიდევ ერთი ქანდაკების აღმართვას აპირებენ. მუმბაის სანაპიროზე ცხენზე ამხედრებული მეჩვიდეტე საუკუნის ინდოელი მეფის, შივაჯის ქანდაკების სიმაღლე პროექტის მიხედვით 212 მეტრს მიაღწევს.

კომენტარები