ავიაკატასტროფა

ინდონეზიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე 188 ადამიანი იმყოფებოდა

AFP

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას აეროპორტიდან აფრენილი Lion Air-ის ბოინგ 737 რომელიც ბანკა-ბელიტუნგის კუნძულებზე მიფრინავდა ჩამოვარდა.

ბორტზე 188 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 7 წევრი და სამი ბავშვი. თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ზღვაში ჩავარდა.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ასევე უცნობია არიან თუ არა გადარჩენილები. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციები, რომლებშიც მყვინთავები არიან ჩართული.

კომენტარები