კრიშტიანო რონალდო

რონალდო გაუპატიურების ბრალდებაზე: ადვოკატები თავდაჯერებულები არიან, სიმართლე გაირკვევა

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანო რონალდომ გაუპატიურების ბრალდებებზე პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა. 

რონალდო ამბობს, რომ ის ბედნიერი კაცია. ტკბება ფეხბურთით, ცხოვრებით და სხვა დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. 

"ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, მე ტყუილის თქმას არ ვაპირებ. მე ბედნიერი ვარ. ჩემი ადვოკატები თავდაჯერებულები არიან. აქედან გამომდინარე მეც. სიმართლე ყოველთვის გაირკვევა",- ამბობს ფეხბურთელი.  

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდოს გაუპატიურებაში ამერიკელი კეტრინ მაიორგა ადანაშაულებს.

როგორც გერმანული გაზეთი Spiegel წერს, ინციდენტი 2009 წელს, ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში მოხდა. 34 წლის მაიორგა ინტერვიუში ამბობს, რომ ფეხბურთელმა მას დუმილის სანაცვლოდ 375 ათასი დოლარი გადაუხადა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. 

კომენტარები