კრიშტიანო რონალდო

კრიშტიანო რონალდომ მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა

კრიშტიანო რონალდომ მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. კლუბის ცნობით, გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმებით იქნა მიღწეული.

"კლუბი მადლობას უხდის მას მისი უზარმაზარი კონტრიბუციისთვის და მის მიერ 346 მატჩში გატანილი 145 გოლისთვის. მას და მის ოჯახს სამომავლოდ ყველაფერ კარგს ვუსურვებთ. მანჩესტერ იუნაიტედში ყველა რჩება ფოკუსირებული კლუბის პროგრესზე ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით და აგრძელებს ერთობლივად მუშაობას სათამაშო მოედანზე წარმატების მისაღწევად". – წერია 

37 წლის პორტუგალიელი მანჩესტერ იუნაიტედს 2021 წლის 31 აგვისტოს დაუბრუნდა. კლუბმა ის იუვენტუსისგან 15 მილიონ ევროდ იყიდა.

კომენტარები