კრიშტიანო რონალდო

კრიშტიანო რონალდო გაუპატიურებისთვის დამნაშავედ არ ცნეს

BBC

ქრიშტიანო რონალდო გაუპატიურებისთვის დამნაშავედ არ ცნეს.

34 წლის ამერიკელი კეტრინ მაიორგა პორტუგალიელ ფეხბურთელს, კრიშტიანო რონალდოს, გაუპატიურებაში ადანაშაულებდა.

ორშაბათს, 22 ივლისს ლას ვეგასის ბრალმდებლებმა თქვეს, რომ ბრალდება ვერ იქნებოდა “დამტკიცებული სამართლიანი ეჭვის მიღმა და შესაბამისად, რონალდოს არ ემუქრებოდა პატიმრობა”.

გაუპატიურების შესახებ პირველად ინფორმაცია გარმანულმა გაზეთმა Der Spiegel-მა გაავრცელა. სტატიის თანამხად, ინციდენტი 2009 წელს, ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

კეტრინ მაიორგას თქმით, იუვენტუსის ფეხბურთელმა მას დუმილის სანაცვლოდ 375 ათასი დოლარი გადაუხადა.

რონალდო არ უარყოფდა, რომ ისინი ლას ვეგასში ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა გაუპატიურებას გამორიცხავდა.

კრიშტიანო რონალდო ამჟამად იუვენტუსში ასპარეზობს. ის ასევე პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წევრი და კაპიტანია. მოგებული აქვს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ (2007–08, 2013–14, 2015–16, 2016–17, 2017–18) და ოქროს ბურთი 5-ჯერ (2008, 2013, 2014, 2016, 2017). 

კომენტარები