საპრეზიდენტო არჩევნები

ბაქრაძე: ჩვენ არეულობის გარეშე, მშვიდობიანად ამოვიყვანთ ქვეყანას უძრაობიდან

არ შესრულდა დაპირებები, ქვეყანა მიდის არასწორი მიამრთულებით. ამ ყველაფერს ჭირდება შეცვლა და შეცვლის გზა არის არჩევნები. ამიტომ ჩვენი ამოცანა 28 ოქტომბერს არის შევცვალოთ ქვეყანა, ამოვიყვანოთ ხალხი დღევანდელი უკუსვლიდან და ჭაობიდან და რაც ძალიან  მნიშვნელოვანია ეს გავაკეთოთ ყოველგვარი შურისძიების, დაპირისპირების, არეულობის გარეშე. საქართველოს ჭირდება მშვიდობიანი ცვლილებები და სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალაა ის ძალა, რომელიც ყოველგავრი არეულობის გარეშე მშვიდობიანად ამოიყვანს ქვეყანას უძრაობიდან და წაიყვანს მას წინ.

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ამის შესახებ ხონში მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა.

კომენტარები