ორგანიზაცია საფარის განცხადებით, სუროგატი ქალების საქმეზე სასამართლომ კომპანია ქინდერლის ორივე დამფუძნებელს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ორგანიზაცია წერს, რომ კომპანია ქინდერლის სუროგატი ქალები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოჰყავდა, რის შემდეგაც მათ ანაზღაურების გარეშე, გაუსაძლის სოციალურ პირობებში, საცხოვრისისა და საკვების გარეშე ტოვებდა.
"ერთ-ერთი მათგანი საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფება და შესაბამისად ძებნაშია. მანამდე, პროკურატურამ კომპანიის ერთი დამფუძნებელი დააკავა, ხოლო მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.
დაზარალებული ქალების უფლებებს საფარი წელიწადია იცავს. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდით კომპანია ქინდერლის ორივე დამფუძნებლის დაკავებას, რადგან საქმის გახმაურების შემდეგ მათ ახალი კომპანია დააარსეს და კვლავ აგრძელებდნენ იმავე უკანონო საქმიანობას. შეგახსენებთ, რომ კომპანია ქინდერლის სუროგატი ქალები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოჰყავდა, რის შემდეგაც მათ ანაზღაურების გარეშე, გაუსაძლის სოციალურ პირობებში, საცხოვრისისა და საკვების გარეშე ტოვებდა.
საფარი პროკურატურისგან თავიდანვე ითხოვდა საქმის ტრეფიკინგის მუხლით წარმოებას და ქალებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას. საფარის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილის შუამდგონლობით დაზარალებული ქალების ნაწილს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა ტრეფიკინგის საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებულმა მუდმივმოქმედმა ჯგუფმა. საბოლოოდ, ქინდერლის ხელმძღვანელებს ბრალი დიდი ოდენობით თანხის მითვისების მუხლით წარედგინათ და არა ადამიანების ტრეფიკინგის მუხლით, რაც თავის მხრივ პრობლემურია". - ნათქვამია განცხადებაში.




