ავიაკატასტროფა

გერმანიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 8 ადამიანი

EPA

გერმანიაში, ჰესენის მხარეში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პოლიციის ინფორმაციით თვითმფრინავმა აფრენა ვერ შეძლო და ასაფრენ ბილიკთან ახლოს აეროპორტის ღობეს შეეჯახა.

დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. დაშავდა კიდევ 8 ადამიანი.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.

კომენტარები