სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილს 180,000 ლარი არქი ჯგუფის დირექტორებმა შესწირეს

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გაგზავნილი ფინანსური დოკუმენტაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა სექტემბერში პოლიტიკური შემოწირულობების სახით 332,245 ლარი მიიღო. ამ თანხის ნახევარზე მეტი ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს ქართული ოცნების დეპუტატის, ილია წულაიას მიერ დაფუძნებული დეველოპერული ჰოლდინგის, "არქი ჯგუფის" დირექტორატის წევრებმა შესწირეს. 

სალომე ზურაბიშვილის უმსხვილესი შემომწირველები არიან:

  • კახაბერ კობაივანოვი - შესწირა 60,000 ლარი. ის არქი გლდანის დირექტორია;
  • ირაკლი ქაფიანიძე - შესწირა 60,000 ლარი, ის შპს არქი თაუერის დირექტორია;
  • დიმიტრი ადამია - შესწირა 60,000 ლარი, ის შპს არქი ვარკეთილის დირექტორია.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე 50,000 ლარი მიიღო "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დირექტორისგან ვახტანგ ლაღიძისგან გადაურიცხა. შემდგომში "კოკა-კოლა საქართველოს" დამფუძნებელი თემურ ჭყონია ამ შემოწირულობას გაემიჯნა და თქვა რომ "კოკა-კოლა" არცერთი კანდიდატის კამპანიას არ აფინანსებს.

კამპანიის - "ნუ ყიდი საქართველოს 30 ვერცხლად" - ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა 30 თეთრის შემოწირულობა 84 ფიზიკური პირისგან მიიღო, რაც ჯამში 25 ლარი და 20 თეთრია. ზურაბიშვილმა ერთერთი მოქალაქისგან შემოწირულობის სახით 10 თეთრიც მიიღო.

კომენტარები