ინდონეზია

ინდონეზიელმა 18 წლის ბიჭმა 49 დღე ზღვაში, ხის ნავზე გაატარა და გადარჩა

bbc

ინდონეზიელი 18 წლის ბიჭი, რომელიც ძლიერმა ქარმა 14 ივლისს კუნძულ სულავესის სანაპიროდან ღია ზღვაში გაიტაცა, მეთევზეების ნავზე 49 დღე გაატარა და გადარჩა. ამის შესახებ BBC წერს. 

ბიჭის თქმით, მას მცირე საკვები ჰქონდა და ამ დროის განმავლობაში თევზებით იკვებებოდა, რომელსაც ნავის ნაფოტებზე წვავდა. 

18 წლის მოზარდი ალდი ნოველ ადილანგი ინდონეზიის სანაპიროდან 125 კილომეტრში ქოხში იყო, როდესაც ძლიერმა ქარმა ქოხის სამაგრი მოწყვიტა და ზღვაში გაიტაცა. 

ადილანგი სათევზაო ნავზე მუშაობდა, რომელსაც არც ძრავი აქვს და არც ნიჩვებები. ინდონეზიაში მეთევზეების სახლი ისეა გაშენებული, რომ მან ნავის ფუნქციაც შეასრულოს. ბიჭის მოვალეობა თევზების მოსაზიდად ნავზე სინათლის ანთება იყო. 


ფოტო: bbc

ადილანგი იხსენებს, რომ 10-ზე მეტმა გემმა ჩაუარა, თუმცა ის ვერავინ შენიშნა. საბოლოოდ კი 31 აგვისტოს ბიჭი პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემის ეკიპაჟმა გუამის წყლებში აღმოაჩინა. 

გემის კაპიტანმა 6 სექტემბერს მოზარდი იაპონიაში ჩაიყვანა და ოსაკაში მდებარე ინდონეზიის საკონსულოს თანამშრომლებს გადასცა. მალევე ადილანგი თვითმფრინავით ინდონეზიაში გაამგზავრეს, სადაც მას ოჯახის წევრები დახვდნენ.


ფოტო: bbc
 

"ადილანგის გაუჩინარების შესახებ ნავის მეპატრონისგან გავიგეთ. დავნებდით, ღმერთის ნებას მივენდეთ და ვლოცულობდით მისთვის. ახლა ის კვლავ ჩვენთანაა. 30 სექტემბერს ჩემს შვილს 19 წელი შეუსრულდება, ასე რომ ზეიმის მიზეზი გვაქვს“, – ამბობს ადილანგის დედა.

ბიჭის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ის თავს კარგად გრძნობს. 


ფოტო: bbc

კომენტარები