საპრეზიდენტო არჩევნები

ოცნება: დღეს, ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე ენმ-სგან მოსალოდნელია პროვოკაცია

41.ge

პარტია ქართული ოცნების ინფორმაციით, დღეს აჭარაში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრებზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პროვოკაციებია მოსალოდნელი. პარტია ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, რომ არ აყვნენ ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციებს

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 24 სექტემბერს, აჭარაში, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრებზე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები.

ისევე, როგორც გასული წინასაარჩევნო კამპანიების პერიოდში, ნაციონალური მოძრაობა არც ამჯერად ცვლის მისთვის ჩვეულ მეთოდებს და კვლავაც ცდილობს წინასააჩევნო პროცესში პროვოკაციების გზით დაძაბულობის კერების შექმნას.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოუწოდებს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, არ აყვნენ ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციებს და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში შეინარჩუნონ სიმშვიდე.

ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი ნებაა არაძალადობრივი და მშვიდობიანი გზით დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რისთვისაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას ადგილობრივთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საერთაშორისო დამკვირვებლები დაესწრებიან." - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები