უბედური შემთხვევა

ოზურგეთში ერთერთი ტოტალიზატორის ფილიალში მამაკაცი გარდაიცვალა

flickr

ოზურგეთში ერთერთი ტოტალიზატორის შენობაში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, ძლიერი წვიმის დროს მამაკაცმა შენობაში შეაფარა თავი, რა დროსაც ცუდად გახდა და გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

კომენტარები