ნარკოპოლიტიკა

ბიჭი მატარებელში - სააკაშვილის მონაყოლი ისტორია კანაფზე დამოკიდებულების შესახებ

Reuters

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კანაფზე დამოკიდებულების შედეგების საილუსტრაციოდ რუსთავი 2-ის ეთერში გაიხსენა ისტორია ახალგაზრდა ქართველი ბიჭის შესახებ, რომელიც მისი თქმით, ჰოლანდიაში, მატარებლით მგზავრობისას გაიცნო:

"ორი თვის წინ ჰოლანდიაში მატარებლით მივდიოდი მეორე ქალაქში და დამემგზავრა ვიღაც ქართველი ბიჭი. ლაპარაკი დამიწყო რომ დამთავრებული ჰქონია საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თქვა რომ რონდელის საყვარელი სტუდენტი იყო. და მოყვა თავის ისტორია რომ შვედეთში იყო, რომ იქ რამდენჯერმე დაიჭირეს საჯარო ადგილებში ნარკოტიკების მოწევისთვის, ნარკოტიკების არა უფრო სწორედ, მარიხუანას მოწევისთვის. შემდეგ იხსნებს, რომ შეყვარებული დამცილდაო, ქართველი შეყვარებული, რომელთან ერთადაც ჩამოვედითო. ამ პლანის გამო დამცილდდაო. მოკლედ შემდეგ შუა მატარებელში ამოიღო რაც არის ის, და მითხრა "აჰა შენც მოწიეო", მე ვუთხარი ახლა დამალე ახლავე, "აქ თუ მოწიე, მატარებელშიც მოვა პოლიცია და მინიმუმ დაგაჯარიმებს და ნამდვილად მატარებლიდან ჩაგაგდებს." მერე რომ ჩავედით მივხდი, თან გზაში 40 წუთი ვლაპარაკობდით, მივხდი, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ფსიქოლოგიურად ეს ბიჭი. რომ ჩადიოდა მთხოვა რომ "აუ 100 ევროს ძმურად ვერ მომცემო?" ფული არ მაქვს საერთოდო, და ნუ 100 ევრო არ მიმიცია, მივეცი 50 ევრო, მაგრამ შემეცოდა. 

მაგრამ, მეორეს მხრივ ასეთს გინდა 100 ევრო მიეცი და გინდა 100,000 ევრო, ეს ადამიანი იყო ბოლომდე დეგრადირებული. მე არ მინდა რომ ჩემი შვილი, თქვენი შვილები იყვნენ ასეთი პლანქიაშები,"- ამბობს სააკაშვილი. 

კომენტარები