რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მსოფლიო პატრიარქის ლიტურგიაზე მოხსენიება შეწყვიტა.
სინოდის გადაწყვეტილებით:
1. შეჩერდეს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ღვთისმსახურებაზე ლოცვითი მოხსენიება;
2. შეჩერდეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქებთან თანამსახურება;
3. შეჩერდეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობა ყველა საეპისკოპოსო შეკრებაზე, საღვთისმეტყველო დიალოგებში, მრავალმხრივ კომისიებსა და სხვა სტრუქტურებში, სადაც მონაწილეობენ ან თანამონაწილეობენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები;
4. მიღებულ იქნას წმიდა სინოდის განცხადება კონსყანტინეპოლის საპატრიარქოს უკრაინაში ანტიკანონიკურ ქმედებებთან დაკავშირებით;
7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო პატრიარქმა კიევში ორი ეგზარქოსი მიავლინა, რომელთაც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი მომზადება ევალებათ.