ნარკოტიკებზე ერთი რამე არის ნათელი მთელ მსოფლიოში და მე ვაპირებ რომ აქაც ვიყო ძალიან აქტიური, ვირბენ, ვიქნები ყველა სპორტში ჩართული, სპორტის გავრცელების მიზნით, ეს უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, სკოლებში სპორტი უნდა იყოს გავრცელებული, უნდა ჩაიდოს ინვესტიცია, რომ ყველა სკოლაში იყოს, ეს თუ არ იქნება, რაც უნდა შემაკავებელი რეგლმენტაცია შემოვიტანოთ, ერთადერთი ნამდვილი წამალი წამლის წინააღმდეგ , არის სპორტი. ეს მთელმა მსოფლიომ გაიარა და ეს არის ჩვენთვის ვალდებულება, ამ გარემოში, გარემოს გაწმენდა დაცვა და ეს ყველაფერი ყველგან რთულია მთელს მსოფლიოში და ძვირიც ღირს, ჯერ ჯობია დავხარჯოთ თანხები, ჩავდოთ ინვესტიცია სპორტის ხელმისაწვდომობაში. როცა ამდენი იხარჯება ფეხბურთში, რასაც მივესალმები, რაღაცა ნაწილი უნდა იხარჯებოდეს იმისთვის, რომ... მე მაგალითად ვცურაობ ყოველდღიურად როცა თბილისში ვარ და შემიძლია, დავდივარ კლუბში, სადაც 90 პროცენტს არ შეუძლია რომ წაიყვანოს ბავშვები, მე მინდა რომ თბილისში და რეგიონებში ყველას ჰქონდეს საშუალება, რომ ბავშვი წაიყვანოს, იცურაოს ბავშვმა, ფეხბურთი ითამაშოს, ან სკოლაში იყოს დარბაზი, რომელიც მისცემს საშუალებას და მერე შედეგებიც გვექნება ოლიმპიურ თამაშებშიც და სხვაგანაც, თუნდაც ჭიდაობა, რომელიც არის ჩვენი ყველაზე წარმატებული სპორტი, ჭიდაობაში არ იდება ის თანხები, რომელიც უნდა იდებოდეს....
სალომე ზურაბიშვილი
ზურაბიშვილი: გარემოს გაწმენდა, დაცვა რთულია და ძვირი, ჯერ ჯობია თანხები სპორტში დავხარჯოთ
tbl.ge/34jg
დაკოპირდა
პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია რიონის ეთერში ჯანსაღი ცხოვრების სტილის შესახებ.
ამავე თემაზე
- პრეზიდენტი: აღარ ვართ არც ნორმალურ სახელმწიფოში, არც ნორმალურ ქვეყანაში
- ზურაბიშვილი: ქართული ოცნება რუსული ოცნებაა
- მითხრეს, წადიო - წამოვედი, დაბრუნდიო - დავბრუნდი – ფესვების ხელმძღვანელი თბილისში ვიზიტზე
- ზურაბიშვილი: ანსამბლი "ფესვები" აჭარისკენ გააბრუნეს – თავად იფიქრეთ, საიდან მოვიდა მითითება
- პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო