ინფლაცია

როგორ იცვლებოდა ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასები 1999 წლიდან დღემდე


ფოტო: Reuters

საქართველოს მოსახლეობას საკუთარი შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - 41% სურსათის შეძენაზე ეხარჯება, რაც განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს რამდენჯერმე აღემატება. შესაბამისად, სურსათის ფასების ზრდას საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. 

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, სურსათის ფასები სხვა პროდუქტებისა და სერვისების ფასებზე მეტად არის გაზრდილი. გასული 19 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ხორცპროდუქტების ფასებია გაზრდილი, რაც პრაქტიკულად გასამმაგებულია. მკვეთრად არის გაზრდილი ყველის, შაქრის, ლობიოს და სხვა პროდუქტების ფასები. შედარებითი სტაბილურობით გამოირჩევა კარტოფილისა და კვერცხის ფასები. 

აღნიშნული რიცხვები წარმოადგენს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კალკულაციას. საქსტატი ყოველთვიურად ამოწმებს რიგი დასახელების პროდუქტების ფასებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და აღნიშნულზე დაყრდნობით ითვლის ინფლაციის მაჩვენებელს.

კომენტარები