ტერორიზმი

ჩეჩნეთში ISIS-ის ორგანიზებულ ტერაქტში 11-დან 16-წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ

AFP

ადგილობრივი მთავრობის თქმით ჩეჩნეთში მომხდარ 3 კოორდინირებულ ტერორისტულ თავდასხმაში თინეიჯერები და ბავშვები მონაწილეობდნენ.

გუშინ ჩეჩნეთში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფთქების მცდელობაზე, მანქანაში გაზის ცილინდრების აფეთქების მცდელობაზე და პოლიციის შენობაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ხუთი თავდამსხმელიდან ოთხი მოკლეს. თავდამსხმელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა.

რამზან კადიროვმა თქვა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრებმა ახალგაზრდები სოციალური მედიის მეშვეობით "შეცდომაში შეიყვანეს."

"ფაქტი, რომ მათ მენტალურად ჩამოუყალიბებელი თინეიჯერები აიყვანეს აჩვენებს, რომ მათ არ აქვთ სირცხვილის ან თანაგრძნობის ნატამალი." თქვა კადიროვმა.

მისივე თქმით ტერაქტები სპეციალურად დაამთხვიეს ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დაწყებას.

კომენტარები