ინდონეზია

ინდონეზიაში 7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა

Reuters

ინდონეზიაში კუნძულ ლომბოკზე მომხდარი 7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით ზარალი 5 ტრილიონი რუპიაა (342 მილიონი ამერიკული დოლარი).

გასულ კვირას მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 350 000-ზე მეტი ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა, ისინი ამ დრომდე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თავშესაფრებში რჩებიან.

7 მაგნიტუდის მიწისძვრა ინდონეზიაში 5 აგვისტოს, საღამოს მოხდა. ბიძგების ეპიცენტრი არქიპელაგის ერთერთ ცენტრალური კუნძულის, ლომბოკის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, 31 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ინდონეზიაში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა 29 ივლისსაც მოხდა. წინა მიწისძვრამ 16 ადამიანის სოცოცხლე იმსხვერპლა.

ინდონეზიის არქიპელაგი წყნაროკეანური "ცეცხლის წრეში" მდებარეობს. ქვეყანა მიწისძვრებისა და ცუნამების ერთერთ ყველაზე დიდ რისკის ზონაშია.

 

კომენტარები