დონალდ ტრამპი

ჰოლივუდის საბჭომ, დიდების ხეივნიდან ტრამპის ვარსკვლავის აღების გადაწყეტილება მიიღო

აშშ-ში, ჰოლივუდში, ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა, რომ დიდების ხეივანში აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვარსკვლავი აიღონ. ამის შესახებ Indepndent წერს. 

ვარსკვლავი დონალდ ტრამპს 2007 წელს, სატელევიზიო შოუ „მოსწავლეში“ მონაწილეობისთვის გაუხსნეს. 

ადგილობრივმა აქტივისტებმა ვარსკვლავის აღება რამდენჯერმე მოითხოვეს. ბოლო რამდენიმე წელია ვარსკვლავი რამდენჯერმე დააზიანეს. ის რამდენჯერმე გადაღებეს კიდეც. თუმცა 2018 წლსი ივლისსი ვარსკვლავი სრულად გაანადგურეს. 

შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს ვარსკვლავის ნაცვლად დაზიანებული ფილა დახვდათ. დამნაშავე მოგვიანებით ბევერლი ჰილზის პოლიციას თავად ჩაბარდა.

კომენტარები