ინდონეზია

ინდონეზიაში 7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა

Reuters

ინდონეზიაში 7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 236 ადამიანმა. დანგრეულია 13 ათასამდე სახლი.

7 მაგნიტუდის მიწისძვრა ინდონეზიაში 5 აგვისტოს, საღამოს მოხდა. ბიძგების ეპიცენტრი არქიპელაგის ერთერთ ცენტრალური კუნძულის, ლომბოკის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, 31 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ინდონეზიაში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა 29 ივლისსაც მოხდა. წინა მიწისძვრამ 16 ადამიანის სოცოცხლე იმსხვერპლა.

ინდონეზიის არქიპელაგი წყნაროკეანური "ცეცხლის წრეში" მდებარეობს. ქვეყანა მიწისძვრებისა და ცუნამების ერთერთ ყველაზე დიდ რისკის ზონაშია.

კომენტარები