ინდონეზია

ინდონეზიაში 7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 91-ს მიაღწია

Reuters

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 91-ს მიაღწია, დაშავებულია 209 ადამიანი. ხელისუფლების თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

7 მაგნიტუდის მიწისძვრა ინდონეზიაში 5 აგვისტოს, საღამოს მოხდა. ბიძგების ეპიცენტრი არქიპელაგის ერთერთ ცენტრალური კუნძულის, ლომბოკის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, 31 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ძლიერი ბიძგების გამო ქვეყანაში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ გაფრთხილება გაუქმდა.

ინდონეზიაში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა 29 ივლისსაც მოხდა. წინა მიწისძვრამ 16 ადამიანის სოცოცხლე იმსხვერპლა.

ინდონეზიის არქიპელაგი წყნაროკეანური "ცეცხლის წრეში" მდებარეობს. ქვეყანა მიწისძვრებისა და ცუნამების ერთერთ ყველაზე დიდ რისკის ზონაშია.

კომენტარები