ზიმბაბვე

ზიმბაბვეში არჩევნების შედეგებს დაპირისპირება მოჰყვა, დაიღუპა 3 ადამიანი

AFP

ზიმბაბვეში არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. საპროტესტო აქციებზე მომიტინგეები პოლიციას და ჯარისკაცებს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.

გაერო, დიდი ბრიტანეთი და აშშ ქვეყნის პოლიტიკოსებს თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ.

ყოფილი მმართველის, რობერტ მუგაბეს გადაყენების შემდეგ ქვეყანაში ეს პირველი არჩევნებია.

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და პარლამენტში ადგილების 2/3 მმართველმა პარტიამ მოიპოვა, თუმცა ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მათ არჩევნები გააყალბეს.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჯერ-ჯერობით არ გამოცხადებულა. ოპოზიციური ალიანსის მტკიცებით მათმა კანდიდატმა, ნელსონ ჩამისამ მოქმედი პრეზიდენტი, ემერსონ მნანგაგვა დაამარცხა.

კომენტარები