ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო რეჟიმში გადავიდა. ნაციონალურმა მოძრაობამ „შტაბ-კვარტირიდან“ მიიღო დავალება, რომ პოპულიზმში, სიცრუეში და დესტრუქციაში მაქსიმალურად დაიხარჯოს. პატივცემულო კოლეგებო, თქვენს კანდიდატს ეს ამბავი ნამდვილად არ წაადგება, რაც არ უნდა ხერხებით იმოქმედოთ. რაც შეეხება განცხადებას, თითქოს ბიუჯეტი ტაშ-ფანდურში იხარჯება, რასაც თქვენ ტაშ-ფანდურს ეძახით, საზოგადოებაში, ქალაქურ ცხოვრებაში, ამას კულტურა ქვია, რაც სამწუხაროდ, თქვენ არ გაგაჩნიათ და მგონი ასეთი ღონისძიებებით თქვენ ამას ვერც გამოიმუშავებთ.
თბილისის საკრებულო
შაქარიშვილი: ენმ-მ შტაბ-კვარტირიდან მიიღო დავალება პოპულიზმში და სიცრუეში დაიხარჯოს
tbl.ge/31sr
დაკოპირდა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრი ვახტანგ შაქარიშვილმა საკრებულოს ოპოზიციის მიერ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.
ამავე თემაზე
- ბოკერია: მთავარია, რომ ლუკა ძაძამიამ გაიაზრა თავისი შეცდომა და დადგა ისტორიის სწორ მხარეს
- პირადი გადაწყვეტილებაა, უამრავი შეურაცხყოფა მიიღო – კალაძე საკრებულოდან ძაძამიას წასვლაზე
- ივანიშვილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
- ჩვენ შევთანხმდით – ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც ოცნებას ვიცე-მერის არჩევაში დაეხმარა
- თბილისის საკრებულოში ოცნებას კვორუმი შეუქმნა, გუნდიდან გავრიცხეთ - ბუაძე კაკაურიძეზე
![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)



