ფულადი გზავნილები

ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთიდან შემოდის

ruslanguage.com

2018 წლის პირველ ნახევარში უცხოეთიდან საქართველოში გზავნილების სახით შემოსული ფულის მოცულობა გაიზარდა. იანვარ-ივნისში ქვეყანაში სულ $744 მილიონის გზავნილები შემოვიდა, ეს 2017 წელთან შედარებით 19%-ით მეტია. სწორედ გზავნილების ზრდა არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ეკონომიკური ზრდა საგრძნობლად მაღალია, უცხოეთიდან გამოგზავნილმა ფულმა ადგილობრივი მოთხოვნის ზრდას შეუწყო ხელი. 

ფულად გზავნილებში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც $214 მილიონი შემოვიდა, ეს წინა წელთან შედარებით 3%-ით მეტია. ამ თანხის უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია, შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს.

10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი გზავნილი შემოდის

  1. რუსეთის ფედერაცია - $214 მილიონი, ზრდა 3%
  2. იტალია - $89 მილიონი, ზრდა 39%
  3. საბერძნეთი - $81 მილიონი, ზრდა 25%
  4. ისრაელი - $74 მილიონი, ზრდა 44%
  5. აშშ - $72 მილიონი, ზრდა 9%
  6. თურქეთი - $58 მილიონი, ზრდა 13%
  7. გერმანია - $19.7 მილიონი, ზრდა 31%
  8. ესპანეთი - $19.4 მილიონი, ზრდა 19%
  9. უკრაინა - $13.4 მილიონი, ზრდა 13%
  10. აზერბაიჯანი - $9.1 მილიონი, ზრდა 19% 

კომენტარები