ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს, ანაზღაურებად შვებულებას მისცემენ

ახალი ზელანდია გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს ​ანაზღაურებად შვებულებას მისცემენ. ამის შესახებ Independent წერს. 

დამსაქმებელი ვალდებული გახდა, ძალადობის მსხვერპლს 10-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება მისცეს, რათა მან მოძალადისგან თავის დაღწევა და პრობლემის მოგვარება შეძლოს. 

კანონპროექტის ინიციატორი, დეპუტატი იან ლოუგია, რომელიც ამბობს, რომ „ეს არის მსხვერპლთა, დამსაქმებელთა და საზოგადოების ერთობლივი გამარჯვება“. 

ახალი ზელანდიის საკანონმდებლო ორგანომ კანონი 63 ხმით 57-ის წინააღმდეგ მიიღო. მას მხარი არ დაუჭირა ნაციონალურმა პარტიამ. მათი აზრით, ეს მცირე და საშუალო ბიზნესს დააზარალებს.

ახალი ზელანდიაში ოჯახური ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყანაში მცხოვრები ქალების მესამედი ამბობს, რომ ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. აქედან 76% პოლიციისთვის არ შეუტყობინებია. 

კომენტარები