ნარკოტიკების შეძენა-შენახვა

შსს: თბილისში 74 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ თბილისში 74 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. 

უწყებისვე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ერთი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას დიდი ოდეობით, 73 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ, "ჰაშიში" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე ირანის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული დ.ჯ. დააკავეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები