ტაილანდი

ტაილანდის მღვიმიდან მაშველებმა უკვე 11 ბიჭი გამოიყვანეს

Al Jazeera

ტაილანდის მღვიმიდან უკვე 11 ბიჭია გამოყვანილი. 

მაშველები მუშაობას აგრძელებენ. მათ ტაილანდის მღვიმეთა კომპლექსიდან კიდევ 1 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი უნდა გამოიყვანონ. 

გარდიანის ცნობით, თვითმხილველების თქმით, ბიჭები საკაცეებით გამოიყვანეს და ჰოსტიპალში გადაიყვანეს. 

მღვიმეების კომპლექსში ახლა სულ 6 ადამიანია. ერთი ბიჭი და მწვრთნელი, სამი ფლოტის მყვინთავი და ექიმი. 

როიტერის ცნობით, სამაშველო ოპერაცია დღეს დასრულდება. 

სამაშველო ოპერაციაში ტაილანდის საზღვაო ფლოტის 5 და 13 უცხოელი მყვინთავი მონაწილეობს.

12 ფეხბურთელი, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა და მათი 25 წლის მწვრთნელი, რომლებიც ტაილანდის და მიანმარის საზღვართან მღვიმეების კომპლექსში ორი კვირის წინ დაიკარგნენ, მაშველებმა 10 დღიანი ძებნის შემდეგ, 7 დღის წინ იპოვეს. 

სამძებრო სამუშაოებს მღვიმეებში აწეული წყლის დონე ართულებდა. დაკარგულები ბრიტანელმა მოხალისე მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა მათ გამოყვანა ამ დრომდე შეუძლებელი იყო.

სამაშველო ოპერაცია 7 ივლისს დაიწყო და უკვე მესამე დღეა გრძელდება. 

მღვიმეების კომპლექსის შესასვლელიდან იმ გამოქვაბულამდე მიღწევისათვის, სადაც ბიჭები იმყოფებიან, გამოცდილ მყვინთავებს 3 საათი სჭირდებათ. გადაადგილებას წყალქვეშ დაბალი ხილვადობაც ართულებს.

სამაშველო ოპერაცია სრულ სიბნელეში სიარულს, ცოცვას, ცურვას და ყვინთვას გულისხმობს. 

კომენტარები