ტაილანდი

ტაილანდში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა

AP News

24 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ტაილანდში იანვრიდან ერთნაირსქესიანთა ქორწინება დასაშვები გახდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონისთვის პრეცედენტია.

ახალ კანონს ხელი ტაილანდის მეფემ, მაჰა ვაჯირალონგკორნმა მოაწერა. კანონი ძალაში 120 დღეში შევა და ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების რეგისტრაცია 2025 წლიდან შეეძლებათ.

აზიის კონტინენტზე ტაილანდი ტაივანისა და ნეპალის შემდეგ მესამე ქვეყანაა, სადაც ერთნაირსქესიანთა დაუშვეს.

კანონპროექტი ანიჭებს სრულ იურიდიულ, ფინანსურ და სამედიცინო უფლებებს ქორწინებაში ნებისმიერი სქესის პარტნიორს. კანონი ასევე მოითხოვს ტაივანის სამოქალაქო კომერციულ კოდექსში ცვლილებების შეტანას, კერძოდ, სიტყვების „ქმარი და ცოლი“ გენდერულად ნეიტრალური დასახელებებით ჩანაცვლებას.

კანონი ასევე აძლევს ქორწინებაში მყოფ ერთნაირსქესიანთა წყვილებს შვილების აყვანის უფლებას და მეორე პარტნიორის ქონების მემკვიდრეობით მიღებას.

"ყველას სიყვარულს მივესალმები". - დაწერა ტაილანდის პრემიერ მინისტრმა პეტონგტარნ ჩივატმა თავის სოციალურ ქსელში და გამოიყენა #LOVEWINS ჰეშთაგი.

კომენტარები