ჰაერის დაბინძურება

კალაძე ჰაერის დაბინძურებაზე: აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს ძველი მანქანების შემოყვანა

ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს მე ვამბობდი, რომ ავტობუსების პარკი ჩემი მერობის პირობებში მთლიანად ჩანაცვლდებოდა ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ავტობუსებით და ეს ნამდვილად ასეც მოხდება - ჩავანაცვლებთ ყვითელ ავტობუსებს, ეს პრობლემა არ იქნება, მაგრამ გვრჩება უფრო სერიოზული პრობლემა ჰაერის დაბინძურების მხრივ - კერძო ავტომანქანები, რომლის 90 პროცენტზე მეტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თანაც კატალიზატორებს იღებენ, რომელიც, შეიძლება ითქვას, ფილტრია გამონაბოლქვისთვის და ყიდიან. მე მგონია, პირველი, რაც ტექნიკურ ინსპექტირებასთან ერთად უნდა გაკეთდეს, აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს ძველი ავტომანქანების შემოყვანა. ამან შეიძლება გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს, მაგრამ ჩვენ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ. საქმე ეხება თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას.

თბილისის მერი კახა კალაძე გაუმართავი ავტომობილების გამონაბოლქვის გამო ჰაერის დაბინძურებაზე.

კომენტარები