კანადა

კანადელი კაცი 24 ცოლის ყოლის გამო გაასამართლეს

კანადის პროვინციის, ბრიტანეთის კოლუმბიის უზენაესმა სასამართლომ, 61 წლის უინსტონ ბლექმორი მრავალცოლიანობის გამო გაასამართლა.

dailymail-ის ცნობით, ბლექმორს, რომელსაც 24 ცოლი და 149 შვილი ჰყავს, ბრალი წაუყენეს, თუმცა თავისუფლების აღკვეთას არ შეუფარდებენ. მას 6 თვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯეს, რომლის ფარგლებშიც ბლექმორს შეუძლია სამსახურში იაროს და ასევე, საჭიროების შემთხვევაში ექიმსაც მიმართოს.

ბლექმორს 150 საათი საზოგადოებრივი სამსახურის შესრულებაც დაავალეს. 

წარსულში ბლექმორი და მისი სიძე, რომელიც ასევე გაასამართლეს 5 ცოლის ყოლის გამო, იესო ქრისტეს ბოლო წმინდა დღეების (მორმონები) ფუნდამენტალისტური ეკლესიის ეპისკოპოსები იყვნენ.

ისინი ამჟამად ბაუნტიფულში ცხოვრობენ, სადაც 1946 წლიდან 1,5 ათასი პოლიგამიის მომხრე ადამიანი ცხოვრობს. 

მოსამართლის თქმით, მიუხედავად იმისა რომ ბლექმორი კანონმორჩილი მოქალაქეა, მისი შეწყალება არ შეეძლო, რადგან ბლექმორის ერთ-ერთი ცოლი 15 წლის იყო როცა მასზე დაქორწინდა.  

კომენტარები