დონალდ ტრამპი

ტრამპი: ლინჩმა თქვა, რომ ამერიკის საუკეთესო პრეზიდენტი ვარ. ჰოლივუდს დაემშვიდობოს

დონალდ ტრამპი, დევიდ ლინჩი
The Guardian

სამხრეთ კაროლინაში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელი რეჟისორის, დევიდ ლინჩის ინტერვიუზე გააკეთა კომენტარი.

თავდაპირველად ტრამპმა არასწორად წაიკითხა ამონარიდი ინტერვიუდან: "დევიდ ლინჩი შეიძლება ისტორიაში შევიდეს როგორც საუკეთესო პრეზიდენტი." შემდეგ კი განაცხადა, რომ ლინჩი ამგვარად ტრამპის მიღწევების და პოლიტიკურ ისტებლიშმენტში რყევების გამოწვევის გამო ფიქრობს.

"ის ამბობს რომ დემოკრატი იყო, თუ დემოკატია. მან ობამას და ბერნი სანდერსს მისცა ხმა, გესმით? მაგრამ ახალა ამბობს, რომ, ბოლოს და ბოლოს, ტრამპი შესაძლოა სწორი არჩევანი ყოფილიყო." "ეს არის დევიდ ლინჩი. დატკბით, რადგან მისი კარიერა ჰოლივუდში ოფიციალურად დასრულდა." თქვა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის კომენტარი ლინჩის The Guradian-ისათვის მიცემულ ინტერვიუს შეეხება რომელიც გასულ შაბათს გამოქვეყნდა.

"ის [ტრამპი] შესაძლოა ისტორიას დარჩეს როგორც საუკეთესო პრეზიდენტი იმიტომ, რომ ძირი გამოუთხარა ამ ინსტიტუტს." "არავის შეუძლია დაუპირისპირედეს მას გონივრულად." "ჩვენს ეგრეთ წოდებულ ლიდერებს ვერ მიჰყავთ ქვეყანა წინ, ვერაფერს აკეთებენ. ბავშვებივით არიან და ეს ყველაფერი ტრამპმა გამოაჩინა." თქვა ლინჩმა.

კომენტარები