აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში, ბამბის ველზე მუშაობის დროს 110 ადამიანი მოიწამლა

აზერბაიჯანში, ბამბის ველზე მუშაობის დროს 110 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 14 წლის გოგონაა.

BBC-ის ცნობით, მოწამვლის სავარაუდო მიზეზი ველზე გამოყენებული პესტიციდებია. თუმცა, ხელისუფლება ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ჯერ არ აკეთებს.  

იმიშლინის რაიონში არსებულ ბამბის ველზე მოწამვლის პირველი ფაქტი დილის საათებში დაფიქსირდა. მოწამვლის სიმპტომებით საავადმყოფოში მისული პაციენტების ნაწილის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ნაწილი კი მკურნალობის კურსს უკვე სახლში გადის.

აღსანიშნავია, რომ ეს აზერბაიჯანში ამ თვეში მასობრივი მოწამვლის მესამე ფაქტია.

მომხდარის გამო ადგილობრივმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები