სამთავრობო ცვლილებები

ბახტაძე: მცირე მთავრობა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ეკონომიკაში ხარჯების წილს

ფინანსთა სამინისტრო

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. თუმცა სამინისტროების შემცირება მომდევნო დღეებში არ მოხდება, ეს მოხდება მას შემდეგ რაც პარლამენტი მხარს დაუჭერს სამთავრობო გეგმას. ბახტაძემ განაცხადა, რომ მცირე მთავრობა აუცილებლად ნიშნავს ეკონომიკაში ხარჯების წილს.

"მცირე მთავრობა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ეკონომიკაში ხარჯების წილს, შესაბამისად ჩვენი პროგრამის ფარგლებში ამას დავაფიქსირებთ თუ რა უნდა იყოს ხარჯების ზედა ზღვარი, რომელიც იქნება ხარჯების ნაწილში გათვალისწინებული და შესაბამისად ის გამოთავისუფლებული თანხები როგორი და რა მიმართულებით დაიხარჯება, რაც ჩვენი აზრით უნდა მოიცავდეს სოციალურ მიმართულებებს,"- ამბობს ბახტაძე.

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ჟურნალისტთა კითხვების მიუხედავად არ ასახელებს თუ რომელი სამინისტროების შემცირება იგეგმება.

სამინისტროები 2017 წელსაც შემცირდა, მაშინ მთავრობა 18 სამინისტროდან 14-მდე შემცირდა, თუმცა ამ ცვლილებას ხარჯების მნიშვნელოვანი კლება არ გამოიწვევია. 

2017 წელს შემცირებული და შერწყმული სამინისტროების ჩამონათვალი:

  • ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ნაწილი;
  • კულტურის სამინისტროს შეუერთდა სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი;
  • გარემოს დაცვის სამინისტროს (გარემოს დაცვის ნაწილი) სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაერთიანდა;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის ნაწილი განათლების სამინისტროში შევიდა;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკურ უწყებებში ინტეგრაციის სამინისტრო შეუერთდა.

კომენტარები