საქართველოს მთავრობა

ბახტაძე: ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია განათლება, ინოვაცია, ახალგაზრდობა

საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე დაასახელა. ბახტაძის თქმით, მისი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობაა. პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკის მდგომარეობას შორის, გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტიტების შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას.

საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები, ამასთან, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი ეფექტი ამ უწყებებზე, ამავე დროს ანტიკორუფციული მხარე.

ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია განათლება, ინოვაცია, ახალგაზრდობა. საქართველო არის ადამიანთა, მოქალაქეთა ერთიობლიობა და ადამიანი იყო, არის და იქნება პარტია ქართული ოცნების მთავარი ფასეულობა. თითოეული ინიციატივა თუ ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, იქნება ორიენტირებული ადამიანსა და მის მხარდაჭერაზე, მისი თავისუფლებისა და სასიცოცხლო გარემოს გაუმჯობესებაზე, ისეთი შესაძლებლობების შექმნაზე, სადაც ყველას მიეცემა შესაძლებლობა, რეალიზაცია გაუკეთოს თავის ნიჭს და პოტენციალს თავის სამშობლოში, მაგრამ ამისთვის საჭიროა პრინციპულობა, ერთიანობა, გუნდურობა, მაღალი პასუხისმგებლობის და კომპეტენციის ხარისხი, და რაც მთავარია, ყველას ძალის და იდეის კონსოლიდაცია" - განაცხადა ბახტაძემ.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის პოსტი გუშინ, 12 ივნისს დატოვა. 

კომენტარები