ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ჩრდილოეთ კორეა

ისტორიული შეხვედრა ახლოვდება - ტრამპი და კიმ ჩენ ინი სინგაპურში არიან

კვირა, 10 ივნისი, 2018 - 18:13
tbl.ge/2yv7
დაკოპირდა

აშშ-ის პრეზიდენტიც და ჩრდილოეთ კორეის დიქტატორიც უკვე სინგაპურში იმყოფებიან. ისინი 12 ივნისს პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავენ - ეს აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის მმართველის პირველი შეხვედრა იქნება. 

კიმ ჩენ ინი სასტუმრო St. Regis-ში დაბინავდა, მას 50-მდე დაცვის წევრი ახლავს. კორეის დიქტატორმა უკვე გამართა შეხვედრა სინგაპურის პრემიერმინისტრ ლი სიან ლუნსთან.

დონალდ ტრამპი კი სინგაპურში კანადაში გამართული დიდი შვიდეულის სამიტიდან ჩაფრინდა, ის სასტუმრო შანგრილაში გაჩერდა. საინტერესოა, რომ ლიდერები სამიტამდე საკმაოდ ადრე ჩავიდნენ სინგაპურში.

აშშ-ს და მის მოკავშირეებს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ატომური იარაღის სრულად დათმობა სურთ. ტრამპმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად სავარაუდოდ, ერთზე მეტი შეხვედრა იქნება საჭირო და თუ ის 12 ივნისის შეხვედრით კმაყოფილი დარჩება, არაა გამორცხული მან კიმ ჩენ ინი აშშ-შიც მიიწვიოს. ტრამპის თქმით, ის კორეასთან მიმართებით ტერმინ "მაქსიმალურ ზეწოლას" აღარ გამოიყენებს, რადგან "მეგობრულ მოლაპარაკებებს" იწყებენ, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ კიდევ ბევრი სანქციის დაწესება შეუძლია.

სინგაპურის აეროპორტში დაფრენის შემდეგ კიმ ჩენ ინი დაჯავშნულ ლიმუზინში ჩაჯდა, მას ესკორტად მორბენალი დაცვის წევრები მიჰყვებოდნენ. სინგაპურში უსაფრთხოების პირობები გამკაცრებულია, გადაკეტილია მთავარი მაგისტრალები. ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის გამო კიმ ჩენ ინს სინგაპურში საპროტესტო აქციების ფონზე დახვდნენ.

კიმ ჩენ ინი დიპლომატიურ უხერხულობას ჩინეთის სახელმწიფო ავიახაზებმა გადაარჩინა, იმის გამო რომ კორეას არ ჰყავს თვითმფრინავი, რომელიც კორეა-სინგაპირის მანძილს დაფარავდა, დიქტატორმა Air China-ს Boeing 747-ით იფრინა. 

ჩრდილოეთ კორეაკიმ ჩენ ინიდონალდ ტრამპისამხრეთ კორეა

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026 - 23:05კიმ ჩენ ინმა მემკვიდრედ 13 წლის ქალიშვილი აირჩია – სამხრეთ კორეის დაზვერვა
  • სამშაბათი, 27 იანვარი, 2026 - 19:14სამხრეთ კორეა: ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა
  • ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2025 - 15:47ჩრდილოეთ კორეამ მაისის შემდეგ პირველად ბალისტიკური რაკეტები გაისროლა
  • შაბათი, 11 ოქტომბერი, 2025 - 11:21ჩრდ. კორეამ კომუნისტური პარტიის მე-80 იუბილეზე ახალი კონტინენტთაშორისი რაკეტა წარადგინა
  • ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2025 - 15:16ჩრდილოეთ კორეამ რუსი ტურისტებისთვის საზაფხულო კურორტი გახსნა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

მარნეულში ორმა კაცმა ერთმანეთი დაჭრა
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 13:53

მარნეულში ორმა კაცმა ერთმანეთი დაჭრა

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 13:48

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა

ფსიქიატრიულ საავადმყოფოს პაციენტის უფლებების დარღვევისთვის ₾10 000-ის გადახდა დაეკისრა
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 13:18

ფსიქიატრიულ საავადმყოფოს პაციენტის უფლებების დარღვევისთვის ₾10 000-ის გადახდა დაეკისრა

დავით მიქაძეს 10 წლით, ჩუბინიძეს 9 წლით, მაისურაძეს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 13:15

დავით მიქაძეს 10 წლით, ჩუბინიძეს 9 წლით, მაისურაძეს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ბრიტანეთის პრემიერმა 16 წლამდე ბავშვებისთვის რიგი სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 12:54

ბრიტანეთის პრემიერმა 16 წლამდე ბავშვებისთვის რიგი სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა

ყველაზე კითხვადი

ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
1ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
2ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
3DW: აშშ-მ რამდენიმე მიგრანტი, მათ შორის ქართველები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გააძევა
4მდინარაძე: მკვლელობაც შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი
5შვედურმა ავიაგამანადგურებლებმა რუსულ Су-24-სა და Су-34-ს ბალტიის ზღვის თავზე გზა გადაუჭრეს

ბოლო ვიდეო

ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 17:14ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში