სლოვენია

სლოვენიის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა

ანეზ ანშა
AFP

სლოვენიის საპარლამენტო არჩევნებში იმიგრაციის მოწინააღმდეგე სლოვენიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ 90-ადგილიან პარლამენტში 25 ადგილი მოიპოვა. მიუხედავად ამისა, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად მათ სულ მცირე 2 პარტიასთან კოალიციის შექმნა მოუწევთ.

ყოფილი პრემიერმინისტრის, ანეზ ანშას თქმით სამთავრობო კოალიციის მოლაპარაკებები რთული იქნება. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ანეზ ანშა პრემიერმინისტრის პოსტს 2004-2008 და 2012-2013 წლებში იკავებდა. მან 2014 წელს ექვსი თვე ციხეში ქრთამის აღების ბრალდებით გაატარა.

სლოვენიის 1.7 მილიონი ამომრჩევლიდან არჩევნებზე 51,5% მივიდა. მათ არჩევანის გაკეთება 25 პარტიას შორის მოუხდათ, რომელთაგან ცხრამ პარლამენტში ადგილების მოპოვება შეძლო.

მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ, რომელსაც პოლიტიკოსი და მსახიობი მარიან შარეცი ლიდერობს 13 ადგილის მოპოვება შეძლო. სხვა პარტიებისაგან განსხვავებით შარეცმა არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე თქვა, რომ სლოვენიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად მთავრობის შექმნის იმედი აქვს.

შეგახსენებთ, რომ სლოვენიაში საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პრემიერმინისტრმა მიროსლავ ჩერარმა თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომა უზენაესი სასამართლოს მიერ რკინიგზის საინვესტიციო პროექტზე ახალი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნას მოჰყვა. მისმა პარტიამ ამ არჩევნებში მხოლოდ 10 ადგილის მოპოვება შეძლო.

კომენტარები