სლოვენია

სლოვენიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს და დისტანციურად ააფეთქეს

სლოვენიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნოვა გორიცაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საავიაციო ბომბი და კიდევ ორი ფეთქებადი მოწყობილობა გაანეიტრალეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი იტალიის საზღვართან ახლოს, სარკინიგზო მაგისტრალის რეაბილიტაციის დროს აღმოაჩინეს. 10-კილოგრამიან ბომბს სარკინიგზო რელსებს შორის მიაგნეს და ადგილზევე დისტანციურად ააფეთქეს. ორი ფეთქებადი მოწყობილობა კი პოლიგონზე გადაიტანეს.

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის განეიტრალების დროს 400 მეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 600 მეტრის რადიუსზე კი მოძრაობა აიკრძალა.

კომენტარები