კოლუმბია

კოლუმბიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

Reuters

კოლუმბიაში კვირას საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, თუმცა პირველ ტურში გამარჯვების მოპოვება ვერც-ერთმა კანდიდატმა შეძლო. შესაბამისად, ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური 17 ივნისს გაიმართება და პრეზიდენტის პოსტისათვის კოლუმბიის ალიანსის წევრი დემოკრატიული ცენტრისტული პარტიის კანდიდატი, ბოგოტას სენატორი ივან დუკე მარკეზი და ბოგოტას მერი, მემარცხენე გუსტავო პეტრო იბრძოლებენ.

41 წლის ივან დუკე მარკეზმა ამომრჩეველთა ხმების 39,1% დააგროვა, გუსტავო პეტრომ კი 25,1%.

დუკე მარკეზმა 2016 წელს კოლუმბიის რევოლუციური არმიის ძალებთან (FARC) დადებული სამშვიდობო შეთანხმების გაუქმების პირობა დადო, რისთვისაც ყოფილმა პრეზიდენტმა, ხუან მანუელ სანტოსმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო და რამაც ქვეყანაში 50 წლის მანძილზე მიმდინარე სისხლიანი კონფლიქტი დაასრულა. პეტრო და სხვა კანდიდატები შეთანხმების შენარჩუნებას უჭერენ მხარს.

კომენტარები