კოლუმბია

კოლუმბიაში პრეზიდენტობის კანდიდატს 15 წლის მოზარდმა იარაღიდან ესროლა – [VIDEO]

კოლუმბიაში, ბოგოტაში, საჯარო გამოსვლის დროს, პრეზიდენტობის კანდიდატს, სენატორ მიგელ ურიბე ტურბეის 15 წლის მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

ტურბეის თავის არეში ორი და ფეხში ერთი ტყვია მოხვდა. 39 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა სენატორის დაცვამ. დაჭრილი მოზარდი სამართალდამცავებმა დააკავეს.

გარდა ამისა, სროლის შედეგად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი.

"მიგელი სიცოცხლისთვის იბრძვის, ღმერთს ვთხოვოთ მისი გადარჩენა". – თქვა ურიბეს ცოლმა, მარია კლაუდია ტარაზონამ.

მოქმედი პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს მთავრობამ სასტიკად დაგმო თავდასხმა, რომელსაც "არა მხოლოდ ადამიანზე, არამედ დემოკრატიაზე თავდასხმა" უწოდა.

სროლას გამოეხმაურა მარკო რუბიო, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს იყო "პირდაპირი თავდასხმა დემოკრატიაზე".

კომენტარები